ონლაინ დაჯავშნა

ჩვენს შესახებ

სასტუმრო „გარნეტი“ თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ და ულამაზეს უბანში, სოლოლაკში მდებარეობს. სოლოლაკი თავისუფლების მოედნიდან 5 წუთში მდებარეობს, ქალაქის ცენტრში. სოლოლაკი მთაწმინდის ქედებზე მდებარეობს, ძველ ქალაქამდე მხოლოდ 10 წუთია სავალი. სასტუმროსთან მდებარეობს სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ღვინის მაღაზიები. რუსთაველის პროსპექტზე თავმოყრილია მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, კაფეები და რესტორნები. ძველ თბილისში შეგეძლებათ მოინახულოთ ცნობილი გოგირდის აბანოები.

სასტუმრო აერთიანებს 16 ნომერს, მათ შორისაა: სტანდარტული, ნომერი შშმ პირებისთვის, საოჯახო და დელუქსები. თანამედროვე სტანდარტული დიზაინი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, ტელევიზორი საერთაშორისო არხებით, ინდივიდუალური კლიმატ კონტროლის სისტემა სტუმრებისთვის კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს. ყოველ ოთახში განთავსებულია სამუშაო მაგიდა, სეიფი, ტელეფონი და ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალება.

სასტუმრო „გარნეტი“ იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის, რომანტიული საღამოების, საქმიანი მივლინებებისა და ბიზნეს შეხვედრებისთვის.